top_leaderboard

თეთრი სახლის პრესმდივანი: ტრამპმა ზელენსკის მისი ადგილი მიუჩინა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ადგილი მიუჩინა.

„პრეზიდენტი [ტრამპი] მოლაპარაკებების ხელოვნებას იუმჯობესებს. ის მთავარი მომლაპარაკებელია. მან პრეზიდენტ ზელენსკის მისი ადგილი მიუჩინა და თქვა, რომ ამერიკელები სერიოზულად ეკიდებიან გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ ძალიან გვიხარია ის, რასაც მიაღწიეს უკრაინელებმა ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობისას“, – თქვა ლევიტმა.

ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.

ასევე იხილეთ