top_leaderboard

Fox News: უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარების, ან ზელენსკის გადადგომის საკითხი არ განხილულა

11 მარტს ქალაქ ჯიდაში (საუდის არაბეთი) უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარების, ან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტი ნანა საჯაია მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული წყარო ამბობს, რომ არჩევნების ჩატარება, ან პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის გადადგომა ჯიდაში არ განხილულა“, – წერს ჟურნალისტი X-ზე. 

ასევე იხილეთ