top_leaderboard

კირ სტარმერი უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგზე: შესანიშნავი გარღვევაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, რომელიც 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გაიმართა.

მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მიღწეული შედეგი „შესანიშნავი გარღვევაა“.

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ გრძელვადიან და მდგრად მშვიდობას“, – ხაზგასმით აღნიშნა კირ სტარმერმა. 

სტარმერმა დასძინა, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და რუსეთი, ასევე, უნდა დათანხმდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

„მზად ვართ დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას სამართლიანად და პერმანენტულად“, – აცხადებს სტარმერი. 

ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ასევე იხილეთ