top_leaderboard

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასი სასტიკი დანაშაულის ავტორი გარე ძალების მხრიდან ისე არის დღემდე მხარდაჭერილი

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასი სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარე ძალების მხრიდან ისე არის დღემდე მხარდაჭერილი, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი და სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე თავად სააკაშვილის გამოხმაურებას აზიარებს. ამასთან, იონათამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს შეასუსტოს მაინც “დიფ სთეითის” გავლენები.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასი სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარე ძალების მხრიდან ისე არის დღემდე მხარდაჭერილი, მათ შორის, ევროკავშირის რეზოლუციებით და გათავისუფლების მოთხოვნით, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ამდენს ტლიკინებს!

წლების განმავლობაში ასეთ აგენტურას იფარავდა და აქეზებდა “გლობალური ომის პარტია” და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი თეორიული მობრუნების შემთხვევაში არა მხოლოდ ომს, არამედ საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში მასობრივ დახოცვასაც კი არ მოერიდებიან.

უკვე საკმარისზე მეტი საფუძველია ამის სათქმელად…

იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებს შეასუსტოს მაინც “დიფ სთეითის” გავლენები, სხვა შემთხვევაში ბრძოლა ძალიან რთული იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქაც სიმართლე, გონიერება და ეროვნულობა გაიმარჯვებს!” – წერს იონათამიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ასევე იხილეთ