top_leaderboard

ზელენსკი: ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა, შემდეგ არჩევნები ჩატარდება, არავინ არაფერს გადადებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა, ხოლო საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არჩევნები ჩატარდება.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ახლა აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველ ნაბიჯებზე ფოკუსირება და ომის დასრულების გეგმის შემუშავება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დანერგვის პირველ ნაბიჯებზე.

ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა, ხოლო საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არჩევნები ჩატარდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. არავინ არაფერს გადადებს”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ასევე იხილეთ