top_leaderboard

უკრაინულმა ძალებმა სუჯა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების რუკებს ავრცელებენ, წერენ, რომ 12 მარტს სუჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ აღარ იმყოფება და რუსულმა ძალებმა ამ ქალაქის ყველა რაიონი დაიკავეს.

ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის ნაწილი დატოვეს, რადგანაც მათი ალყაში მოხვედრის საფრთხე არსებობდა. ამასთანავე, კურსკის ოლქიდან ყველა უკრაინული შენაერთის გასვლაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიდის და იქ ბრძოლები გრძელდება.

უკრაინის გენერალურ შტაბი ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. სუჯა კურსკის ოლქის ყველაზე დიდი დასახლება იყო, რომელსაც უკრაინული ძალები 2024 წლის აგვისტოდან აკონტროლებდნენ.

ასევე იხილეთ