top_leaderboard

ანდრეი სიბიგამ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მარკო რუბიოს ხატი აჩუქა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

სიბიგამ ვარშავაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჩუქარზე რუბიოს რეაქცია დადებითი იყო.

„რუბიოს რეაქცია ხატზე ძალიან პოზიტიური იყო. ღვთისმშობლის ამ ხატს განსაკუთრებული ისტორია აქვს. ის მარიუპოლიდან ლტოლვილებმა ჩამოიტანეს. ხატი დაწერილია „აზოვსტალის“ საბრძოლო მასალის ყუთის ელემენტებზე“, – აღნიშნა სიბიგამ.

მისივე თქმით, დიპლომატიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჩუქრები, რომლებსაც ჩუქნიან, „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და გზავნილის შემცველი იყოს“.

მეჩვენება, რომ ეს ამბავი სწორედ ამაზეა“, – დასძინა უკრაინელმა მინისტრმა.

ასევე იხილეთ