კანადა, ამერიკული ტარიფების საპასუხოდ, 25%-იან გადასახადს უწესებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციას
კანადა, ამერიკული ტარიფების საპასუხოდ, 25%-იან გადასახადს უწესებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციას, რომელთა შორის სპორტული აღჭურვილობა, კომპიუტერები და თუჯის პროდუქციაა.
კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტარიფები ძალაში 13 მარტიდან შევა.
დღეიდან კი, ამერიკული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა, რომელიც ვაშინგტონმა კანადას, მექსიკას, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას დაუწესა.