top_leaderboard

დუდა არ ფიქრობს, რომ ტრამპი რუსეთის მიმართ მხოლოდ „კეთილგანწყობილი და რბილია“

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა არ ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრორუსულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა კიევი აიძულოს, ბრძოლა შეწყვიტოს. ამის შესახებ დუდამ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი არა დელიკატურ დიპლომატიას, არამედ რთულ თამაშს აწარმოებს.

თუმცა, ჩემი აზრით, არ შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ კეთილგანწყობილი და რბილია რუსეთთან მიმართებით. ვფიქრობ, ის რუსეთის წინააღმდეგ ინსტრუმენტებს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა, ისეთი ხმამაღალი და თვალსაჩინო არ იყოს, როგორიც ის, რასაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

ამ დრომდე ამ ომის შეჩერება ვერავინ შეძლო, ამიტომ მივცეთ შანსი პრეზიდენტ ტრამპს“, – განაცხადა დუდამ.

ასევე იხილეთ