top_leaderboard

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე, დაშავებულია ოთხი ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე, დაშავებულია ოთხი ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები ქალაქ დნიპროსა და სამაროვსკის რაიონში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, სამეურნეო ნაგებობები, რამდენიმე ავტომობილი. ასევე სამიზნე გახდა რკინიგზის ენერგოობიექტები, რის გამოც რამდენიმე რეისის განრიგი და მარშრუტი შეიცვალა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონის თავზე 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 117 დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვამ 78 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გარდა რუსეთმა თავდასხმა განახორციელა სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.

ასევე იხილეთ