top_leaderboard

ტუსკი: თურქეთმა ევროპის უსაფრთხოებაში უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თურქეთმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიისთვის. ამის შესახებ მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება პოლონური მედია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტ ერდოღანს „მკაფიო წინადადება“ შესთავაზა, რომ თურქეთმა რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა აიღოს სამშვიდობო პროცესზე და სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე „მთელ ჩვენს რეგიონში“.

არ ვფიქრობ, რომ ვაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ ისტორიულ გარღვევას მივაღწიეთ. კარგად ვიცით, რა გვინდა უკრაინისთვის, რეგიონისთვის, ევროპისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი და პოლონეთი ხელმძღვანელობენ ორ უდიდეს სახმელეთო ძალას ნატოსა და ევროპაში და არიან „მთავარი მოკავშირეები ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე“.

მისი აზრით, მათ ასევე „შეუცვლელი ადგილი უჭირავთ ევროპაში უსაფრთხოების ქსელის შექმნაში“.

ტუსკმა განაცხადა, რომ ანკარაში შეხვედრის შემდეგ ერდოღანის ვიზიტი ვარშავაში აპრილში იგეგმება.

ასევე იხილეთ