top_leaderboard

კრემლში მიანიშნეს, რომ აშშ-ის წინადადებას ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ მხარს არ დაუჭერენ

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს დროებითი ზავი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში. ამის შესახებ რუსული მედია „კომერსანტი“ იუწყება.

უშაკოვის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ომის გრძელვადიანი მოგვარებით და არა ზავით.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანია გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარება, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ წუხილებს. მეჩვენება, რომ ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას ახდენს, ამ სიტუაციაში  არავის სჭირდება“, – განაცხადა უშაკოვმა ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხზე შემდგომი ერთობლივი მუშაობისას რუსეთის პოზიციას გაითვალისწინებს.

ასევე იხილეთ