გურამ ნიკოლაშვილი ლონდონში მიმდინარე წიგნის ბაზრობაზე: წლევანდელი ლონდონის წიგნის გამოფენა შედგა, საქართველომ ღირსეულად დაიკავა ადგილი და დაახლოებით ერთ თვეში მსგავსი გამოფენა იქნება პარიზში
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ და ჩამოვაყალიბოთ მთელი ისტორია, იმიტომ რომ ცოტა გარკვეულწილად ტენდენციურად გაშუქდა მიმდინარე პროცესი. ეს იყო მწერალთა სახლის გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან ის მნიშვნელოვანი კულტურული ამბავი მოხდა, რასაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანა ჰქვია. მწერალთა სახლმა გადაწყვიტა, რომ კონცეფცია სწორედ ამ მოვლენაზე აეწყო და შესაბამისად დიზაინი და კონცეპტუალური ამბავი ამ თემის გარშემო შეეკრა, რაც ხაზს უსვამს იმ წარსულს, ფესვებს რაზეც დგას ქართული კულტურა, დამწერლობა, რომელიც ასეულ წელს ითვლის. გამოფენამ ჩაიარა ძალიან კარგად, არის დიდი ინტერესი, – განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ლონდონში მიმდინარე წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით საუბრისას.
ნიკოლაშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს წიგნის ბაზრობის გამოფენაზე გავლენა არ მოუხდენია. სიტუაციის დრამატიზება მხოლოდ რამდენიმე ქართულ მედიაში ხდება.
„სინამდვილეში ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ქართულ მედია სივრცეში, მის გარკვეულ ნაწილში. მეტი არსად არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი არის წინასწარ დადგმული იმისათვის, რომ ქართულ რაღაცა ტენდენციურ მედიაში, რადიკალურ ჯგუფებში, ოპოზიციურ ბუშტში გააჩინო რაღაც თემები და შექმნან ის აღქმები, რომ თითქოს ქვეყანაში ვინმეს რამე აინტერესებს. ადგილზე აბსოლუტურად არავის არაფერი უგრძნია, მითუმეტეს არაფერი არ მომხდარა იქ, სადაც არის წიგნის ბაზრობა და სადაც არის სტენდი“, – აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა.
გურამ ნიკოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი ლონდონის წიგნის გამოფენა შედგა, საქართველომ ღირსეულად დაიკავა ადგილი და დაახლოებით ერთ თვეში მსგავსი გამოფენა იქნება პარიზში.