გიორგი მიქაუტაძემ ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა
ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „ლიონის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი (ჟორჟმა) მიქაუტაძემ ევროპის ლიგის 1/8 ფინალში რუმინული „სტიაუას“ წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„ლიონმა“ „სტიაუა“ 4-0 გაანადგურა. პირველ შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა 3-1 მოიგო, შესაბამისად ის ევროპის ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
2 დღის წინ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, უეფას ჩემპიონთა ლიფის ¼ ფინალში გავიდა, სადაც ასევე ინგლისურ კლუბს, „ასტონ ვილას“ შეხვდება.