top_leaderboard

დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებს

69 წლის დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებს, რომელსაც ის თითქმის 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დონატელამ Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტი 1997 წელს დაიკავა, მისი ძმის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის შემდეგ. მის ადგილს დარიო ვიტალე დაიკავებს, რომელიც Miu Miu-ს დიზაინის მიმართულებას კურირებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დონატელა საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდება.

ვერსაჩე ჩემს დნმ-შია და ყოველთვის ჩემს გულშია. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დიზაინერების შემდეგი თაობების მხარდაჭერა. მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ჩვენ დარიო ვიტალე შემოგვიერთდება“, – დაწერა დონატელამ სოციალურ ქსელში.

მოდის სახლი Versace მილანში 1978 წელს დაარსდა დონატელასა და მისი ძმების – სანტოსა და ჯანის მიერ.

2018 წელს Versace 2 მილიარდ დოლარად Michael Kors-მა იყიდა, რომელიც 2018 წელს Capri Holdings-ში გაერთიანდა.

ასევე იხილეთ