ჯეი დი ვენსი: შოკირებული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის შოკირებული იქნება, თუ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღი აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას მოისურვებს.
„პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, – თქვა ვენსმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვაშინგტონს სთხოვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამერიკული ბირთვული იარაღი მის ქვეყანაში განალაგოს