top_leaderboard

გრენლანდიის პრემიერი: ჩვენ უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ, საკმარისია

„ჩვენ უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ, საკმარისია“, – ასე გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის ანექსიის შესახებ.

მან დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას გამართავს, რათა ერთიანი პოზიცია შეუმუშაონ და ტრამპის განცხადებებს ერთობლივი ძალებით უპასუხონ.

მე ვერაფრით მივიღებ ამას. ამჯერად უნდა გავამძაფროთ ჩვენი უარი ტრამპის მიმართ. არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – წერს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.

ასევე იხილეთ