დანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: აშშ-თან გრენლანდიის მიერთების საკითხს, შესაძლოა, ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის ომი მოჰყვეს
დანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რასმუს იარლოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-თან გრენლანდიის მიერთების საკითხმა, შესაძლოა, ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის ომი გამოიწვიოს.
„ჩვენ არ მივესალმებით ნატოს გენერალური მდივნის ხუმრობებს ტრამპთან ერთად გრენლანდიის შესახებ. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს ომს ნატოს ორი წევრ ქვეყანას შორის. გრენლანდიამ ახლახან დანიისგან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა, და მას არ სურს იყო ამერიკის ნაწილი“, – წერს იარლოვი.