top_leaderboard

ფინეთში რუსეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ფინეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, იან პეტროვსკის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

სასამართლომ პეტროვსკი სამხედრო დანაშაულში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს ცნობით, 2014-2015 წლებში პეტროვსკი, იგივე „რუსიჩი“, უკრაინაში რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ჯგუფს ხელმძღვანელობდა და მან 22 უკრაინელი ტყვე დახვრიტა. ბრალდების მტკიცებულებები ფოტო და ვიდეომასილებზე იყო დაფუძნებული, რაც სადესანტო ჯგუფმა ინტერნეტში გაავრცელა.

იან პეტროვსკი, რომელიც ფინეთში ვოისლავ ტორდენის სახელით არის ცნობილი, ბრალს არ აღიარებს.

ასევე იხილეთ