top_leaderboard

ანდრეი სიბიგა: პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს, მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა

კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს. ყველა მისი სიტყვა ომის დამთავრების სურვილის შესახებ არის კვამლის ფარდა, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა პუტინის სიტყვებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინამ თქვა „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე იმიტომ, რომ უკრაინას მშვიდობა სურს. პუტინი, იმის ნაცვლად, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს. პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა“, – აცხადებს უკრაინელი დიპლომატი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, ქვეყანას ომის დასრულებას ცდილობს.

ასევე იხილეთ