top_leaderboard

NBC News: თეთრმა სახლმა ტრამპის სპეცწარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში კიტ კელოგი კრემლის მოთხოვნით ჩამოაშორა

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში კიტ კელოგი კრემლის მოთხოვნის საფუძველზე მოლაპარაკებებს ჩამოაშორა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვმა მისი ჩამოშორება მოითხოვა, კელოგის უკრაინასთან ახლო კავშირია. კელოგი არც საუდის არაბეთში ამერიკა-უკრაინის მაღალი დონის შეხვედრას ესწრებოდა.

NBC News-ი არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ახალი წარმომადგენელი დანიშნოს.

ასევე იხილეთ