top_leaderboard

თენგიზ შარმანაშვილი IEP-ის ანგარიშზე: ეს არის დიდი გამარჯვება, რომ ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დიდ მონაწილეობას ვიღებთ და ძალიან კარგი პოზიციებით

ეს არის დიდი გამარჯვება, რომ ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დიდ მონაწილეობას ვიღებთ და ძალიან კარგი პოზიციებით, ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი IEP-ის ანგარიშს, რომლის მხიედვითაც ტერორიზმისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა.

მისი თქმით, საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით აშშ-ს წინა ადმინისტრაციაც აღაირებდა.

„გარკვეული ხნის წინ, როდესაც გლობალური ქსელი მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთში, საქართველოს მოქალაქეებს იქ საკმაოდ დიდი პოზიციები ჰქონდათ. წამყვანი პოზიციებიც კი. რა თქმა უნდა ეს დიდ საფრთხეს უქმნიდა გლობალურ უსაფრთხოებას და მათ შორის საქართველოსაც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები მონაწილეობდნენ ამ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში. ჩვენი სპეცსამსახურების აქტიური მოქმედებების შედეგად საქმე მივიდა იქამდე, რომ ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს, როდესაც საუკეთესოდ არ გამოიყურებოდა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, მაშინაც კი აღიარეს, რომ საქართველოა რის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ეს არის დიდი გამარჯვება, რომ ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დიდ მონაწილეობას ვიღებთ და ძალიან კარგი პოზიციებით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ