top_leaderboard

ტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან.

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა.

„მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა ჩვენ რუსეთთან (და ყველა სხვასთან) სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია, მე კი ვცდილობ, ამერიკა იქიდან გამოვიყვანო. მილიონობით ადამიანი ტყუილად დაიღუპა და მათ არასდროს ნახავენ… მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ ჩვენ რუსეთთან ომის დასრულების შეთანხმებასა და საბოლოო ხელშეკრულებას არ მოვაწერთ ხელს.

 მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა. ის უბრალოდ არ მოხდებოდა. 100% არ მოხდებოდა. აგრეთვე არ მოხდებოდა ის, რაც ისრაელში [2023 წლის] 7 ოქტომბერს დატრიალდა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალის დემონსტრირებითა და სიამაყით მოხდებოდა, და ეს არ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო დღე, ეს იქნებოდა სიდიადის მომენტი. ინფლაცია არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა, რომელიც ანგრევს ქვეყანას.  გარდა ამისა, ჩვენ გვექნებოდა გაუვალი საზღვარი, სადაც ძალიან ცოტა არალეგალი შემოვიდოდა, – დასძინა ტრამპმა.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო ქვეყანაში არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა.

„და ის ხალხი, ვინც არჩევნები გააყალბა, უნდა ისხდნენ ციხეში! ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე იხილეთ