გაეროს მოსამართლე ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნეს
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდის სასამართლომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ლიდია მუგამბე ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით. უგანდელმა მოსამართლემ თავისი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი დიდ ბრიტანეთში მოტყუებით შეიყვანა და იქ მონურ შრომას აიძულებდა. კერძოდ, უგანდელი მოსამართლე ქალს მოსამსახურედ უფასოდ ამუშავებდა და მას სხვა, ნორმალური სამსახურის მოძიებას უკრძალავდა. მუგამბე თავის თანამემამულეს ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რადგანაც ახალგაზრდა ქალმა საკუთარი უფლებები არ იცოდა.
სასამართლოს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში თავისი მონის ჩასაყვანად, მუგამბე უგანდის უმაღლესი კომისრის მოადგილეს, ჯონ ლეონარდ მუგერვას გაურიგდა. თანამზრახველმა საკუთარ თავზე ყველა ხარჯი აიღო, ხოლო სანაცვლოდ მოსამართლეს სთხოვა, რომ გავლენა მოეხდინა საქმეზე, სადაც თვითონ ფიგურირებდა.