top_leaderboard

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება

J

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

Bloomberg Business News-თან საუბრისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა „ნაბიჯ-ნაბიჯ“ აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ არის აქტუალური, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება.

„ჯერ იქ არ ვართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათზე [რუსებზე] ზეწოლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მზად არიან სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ამერიკის ადმინისტრაციასთან და, რა თქმა უნდა, უკრაინელებთან“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ასევე იხილეთ