მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე პარა ფარიკაობის 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში იტალიელ ანდრია მოგოსს მოუგო 15:9 და პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით შეხვედრაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.