ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მზადაა, სერბეთში არჩევნები უახლოეს სამ-ოთხ თვეში ჩაატაროს თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განაცხადა რომ მზადაა, არჩევნები უახლოეს სამ-ოთხ თვეში ჩაატაროს თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. ვუჩიჩმა აღიარა, რომ ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს ამ პროტესტებიდან და ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სერბების უმრავლესობა არ უჭერს მხარს „ფერად რევოლუციას“ და სტაბილურობის მომხრეა.
მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
ამასთან, გამოსვლის დროს ვუჩიჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აქცია მსხვერპლის გარეშე ჩატარდა. მისი თქმით, პროტესტების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა.