ხვალ ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს
პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობს გრძელდება. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ცვლილებებზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უკვე იმსჯელეს.
კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ. მათთვის სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობამდე მიდის.
დოკუმენტის მიხედვით, რეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც სწორედ ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვეს. ცვლილებები მკაცრად მიჯნავს მომხმარებლებს და რეალიზატორებს.