ოკლაჰომაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაიწვა
ოკლაჰომაში ხანძრის შედეგებს ითვლიან. ტყის მასივში გაჩენილმა ხანძარმა ათასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. დაიწვა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.