top_leaderboard

დონალდ ტრამპი: სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრებ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამშაბათს თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება.

სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრებ. შაბათ-კვირას სამუშაო შესრულდა“, – განაცხადა ტრამპმა. 

კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა თქვა: „ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე“.

„ვფიქრობ, ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს განხილული ორივე მხრიდან, უკრაინის და რუსეთის მხრიდან. უკვე ვსაუბრობთ ამაზე, გარკვეული აქტივების გაყოფაზე,“ – აცხადებს ტრამპი. 

ასევე იხილეთ