ზელენსკიმ გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა. ამ თანამდებობაზე ანდრეი გნატოვი დაინიშნა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ანატოლი ბარგილევიჩი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა და ის არმიაში რეფორმების პროცესს გააკონტროლებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა რუსტამ უმეროვმა განაცხადა, ბარგილევიჩი ახალ თანამდებობაზე სამხედრო სტანდარტების შესრულებას და სამხედრო დისციპლინის განმტკიცებას გააკონტროლებს.
რაც შეეხება გნატოვს, მას 27-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. ანდრეი გნატოვი საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაურ იყო, ასევე იყო „აღმოსავლეთის“ ოპერატიული ჯგუფის სარდალი და უკრაინის გაერთიანებულ ძალებს ედგა სათავეში.
ეს სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მეორე ცვლილებაა. 2024 წელს ანატოლი ბარგილევიჩმა გენერალი სერგეი შაპტალა შეცვალა. ეს ცვლილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენებასთან ერთად მოხდა.