top_leaderboard

არჩილ გორდულაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: „ქართულ ოცნების“ გუნდში ვმსჯელობთ მათ შორის მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც რა თქმა უნდა საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია

ქართულ ოცნების“ გუნდში ვმსჯელობთ მათ შორის მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც რა თქმა უნდა საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ანტინარკოტიკული რეფორმა მოიცავს კანონის გამკაცრებას ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი მიმართული არის იმისკენ, რომ გადავარჩინოთ ქართული გენოფონდი. რომელთა დაკავშირებითაც, მათ შორის თავსმოხვეული ე. წ. ფსევდო ლიბერალური მიდგომებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავდით ათასგვარ კამპანიას, რომელიც მიმართული იყო თითქოს, რომ ძალიან პოპულარული უნდა გამხდარიყო ნარკოტიკების მოხმარება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. ცვლილება შედის რვა კანონში.

ასევე იხილეთ