top_leaderboard

ზელენსკი კანადის ახალ პრემიერს რუსეთის შესახებ ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის ახალ პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის რუსეთის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე იტყობინება.

ზელენსკიმ თქვა, რომ საუბრისას კანადის პრემიერმა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის შესახებ სწორი მესიჯები გააჟღერა.

„ჩრდილოვანი ფლოტი, საბანკო სექტორი… ჩვენ უნდა დავაწესოთ სრული სანქციები ყველაფერზე, რაც რუსეთს ომის დაფინანსების საშუალებებს აძლევს,“ – განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი გზა, იძულებული გახდეს პუტინი მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მათ ცალ-ცალკე განიხილეს უკარაინასა და კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

„კანადა დაინტერესებულია სამხედრო-სამრეწველო და თავდაცვითი თანამშრომლობით. უკრაინა მზადაა ერთობლივი წარმოებისთვის,“ – აცხადებს ზელენსკი. 

ასევე იხილეთ