top_leaderboard

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ აშშ და რუსეთი ბირთვული რეაქტორის საკითხსა და შავი ზღვის პორტებზე წვდომას განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ აშშ და რუსეთი ბირთვული რეაქტორის საკითხსა და შავი ზღვის პორტებზე წვდომას განიხილავენ.

ამის შესახებ უიტკოფმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ბრძოლის ველზე სხვადასხვა პირობა არსებობს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. არის რეგიონები, რომლებზეც, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსები ფოკუსირებული არიან, არის ბირთვული რეაქტორი, რომელიც უკრაინას საკმაოდ დიდი მოცულობის ელექტროენერგიას აწვდის. ეს უნდა მოგვარდეს. არის წვდომა პორტებზე. არის შავი ზღვის პოტენციური შეთანხმება, არის ძალიან ბევრი ელემენტი ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებისთვის“, – თქვა უიტკოფმა ინტერვიუში.

სტივ უიტკოფმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე ორი ათასი კილომეტრის სიგრძის შეხების ხაზზე, ამიტომ ეს რთული საკითხია. როგორც მან აღნიშნა, ყველა დაინტერესებული მხარე, ევროპელების ჩათვლით, მოწოდებულია, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატებული გადაწყვეტილების მოსაძებნად.

ასევე იხილეთ