top_leaderboard

ილია ბერიაშვილი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

ლუკა ლაცაბიძემ უკრაინის პრემიერლიგის გასვლითი მატჩი „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. „ინგულეცმა“ ოდესელები 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 20 წლის მცველი მეორე ნახევარში შეცვალეს. გიორგი რობაქიძე „ჩერნომორეცის“ სათადარიგოებში დარჩა.

შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ ნიკა გაგნიძის კოვალივკას „კოლოსი“ შინ 2:0 დაამარცხა. ნონიკაშვილი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო ნიკა გაგნიძე, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს.

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ილია ბერიაშვილი. მისმა მტკ-მ უნგრეთის ჩემპიონატში ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზა“ 3:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ გასვლაზე „კადისთან“ წააგო 0:1. ქართველმა შემტევმა 87 წუთი ითამაშა.

გურამ გიორბელიძის „ერზურუმსპორი“ თურქეთის I ლიგაში „ამედსპორს“ ესტუმრა და 2:1 სძლია. ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ასევე იხილეთ