top_leaderboard

კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი 18 მარტს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა , დიმიტრი პესკოვმა.

„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. სამშაბათს ასეთი საუბარი შედგება“, – თქვა პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თქმით, ახლა მხარეები მოსამზადებელ სამუშაოებს გადიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება.

ცნობისთვის, ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან 18 მარტს სატელეფონო საუბარი ექნება.

ასევე იხილეთ