top_leaderboard

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამშვიდობო ძალების გაგზავნას ეწინააღმდეგება

მოსკოვს კვლავ მიუღებლად და აბსურდულად მიაჩნია ნატოს ქვეყნების სამხედროების შესაძლო გაგზავნა უკრაინაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისი თქმით, მოსკოვისთვის სულ ერთია, თუ რა სახით განთავსდება ნატოს კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე. იქნება ეს ევროკავშირის, ნატოს ან რომელიმე ქვეყნის ეგიდით. „თუ ისინი იქ გამოჩნდებიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი კონფლიქტის მხარე ხდება და ამას შესაბამისი შედეგებიც მოჰყვება“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

გრუშკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო შეთახმების განსახილველად მოსკოვი მზად იქნება, როდესაც ამ შეთანხმების პროექტი მომზადდება. კრემლი უკრაინაში მხოლოდ შეუიარაღებელი დამკვირვებლების განთავსებას მოითხოვს.

გრუშკომ უკრაინაში დღეს არსებულ სიტუაციას „დასავლეთის სტრატეგიული მარცხი“ უწოდა. მისი თქმით, დასავლეთი სამ კომპონენტზე – რუსეთის სამხედრო მარცხზე, ეკონომიკის ნგრევასა და რეჟიმის შეცვლაზე აკეთებდა გათვლას, მაგრამ სინამდვილეში შედეგი სრულიად საპირისპიროა.

გრუშკომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი უსაფრთხოების რკინაბეტონის გარანტიები უნდა მიიღოს. უკრაინა ოფიციალურად უნდა გახდეს ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა და არც ერთ სამხედრო ან თავდაცვით კოალიციაში მონაწილეობა არ მიიღოს. გარდა ამისა, ნატომ ოფიციალურად უნდა თქვას უარი ალიანსში უკრაინის მიღებაზე.

ასევე იხილეთ