რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მედლებისათვის ბრძოლაში დავით გოდერძიშვილმა (-73 კგ) ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა, თორნიკე ფოლადიშვილმა (-90 კგ) ლატვიელ სპორტსმენს სძლია, გიორგი ჟორჟოლიანმა (-100 კგ) კი ნორვეგიელ მეტოქესთან გაიმარჯვა.
ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.