top_leaderboard

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი დავასრულეთ

პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე, მუნიციპალური ავტობუსები, ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან (რჩეულიშვილის #10) იმოძრავებენ. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მე-5 მარშრუტის დანიშვნით, რუსთავის მერიამ, სატრანსპორტო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და რუსთაველების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა შეასრულა.

ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად წარადგინა.

რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი დავასრულეთ. დღეიდან, თბილისის მიმართულებით ჭყონდიდელის უბნიდან ახალი მარშრუტი დანიშნა და ახალი ევროსტანდარტის ავტობუსები მოემსახურება მგზავრებს. განსაკუთრებით სტუდენტებისთვის არის ეს ახალი ხაზი მნიშვნელოვანი, რადგან დღეიდან პირველად აქვთ მათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჭყონდიდელის უბნიდან გაემგზავრონ სასწავლებელში. ძალიან ბევრი რუსთაველი სარგებლობს მუნიციპალური ავტობუსით, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ თბილისი-რუსთავის მიმართულებით გადაადგილება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

N24 ახალი მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი , რჩეულიშვილის N10-დან დაიწყება. კიდევ ერთ ახალ გეზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავში, ჯავახიშვილის, მშვიდობის, დავით გარეჯის, აღმაშენებლის ქუჩებს, მე-12 მიკრორაიონს, გიორგი ლეონიძის, ტაშკენტის ქუჩებს და ჟიული შარტავას გამზირს გაივლის. დედაქალაქში, რუსთავის სიმბოლოებით ბრენდირებული ახალი ავტობუსები, ვახტანგ გორგასლისა და ნოე ჟორდანიას სახელობის ქუჩებს, სანაპიროს, ბარათაშვილის, პუშკინის სახელობის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას და თამარ მეფის გამზირს გაივლიან, ბოლო გაჩერება კი სადგურის მოედანი იქნება. რუსთავიდან სადგურის მოედნამდე მოძრავი ავტობუსები დედაქალაქის გზის 60%-ს „ბასლაინზე“ დაფარავენ.

საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რომელიც 4 სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდა. ისნის მიმართულება, 2023 წელს ამოქმედდა და ათწლეულების მანძილზე, პირველი მუნიციპალური ტრანსპორტი იყო, რომელმაც რუსთავი-თბილისის გეზზე დაიწყო მუშაობა. დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი, რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის, დიდუბის ავტოსადგურის, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, ისნის და ახლა უკვე, რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრაობენ.

მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – ,,რუსთავი ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის.

რუსთავსა და თბილისს შორის ყოველდღიურად დაახლოებით 30 ათასი ადამიანი მგზავრობს. მუნიციპალური ტრანსპორტის თითოეული გეზი, რუსთაველების ინტერესების და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებითაა შედგენილი.

ასევე იხილეთ