top_leaderboard

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, კანონპროექტით, ერთი წლით ხანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ეს გარდამავალი პერიოდი, იმავე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია 2025 წლის 1 აპრილამდე. ცვლილებით კი ეს ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე გადაიწევს.

ამ დრომდე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს მათი რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ გადაწყვეტილებას, ხოლო ამ ხარვეზის 3 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს.

ასევე იხილეთ