top_leaderboard

გია ვოლსკი: გუბაზ სანიკიძე ოპოზიციური გაერთიანების ორპირობის სიმბოლოა

„გუბაზ სანიკიძე ოპოზიციური გაერთიანების ორპირობის სიმბოლოა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სანიკიძე ელოდება, ადრე იქნება თუ გვიან, სააკაშვილი ისევ ლიდერი იქნება.

ერთმანეთში შელაპარაკებაც არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ მითითება იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და მას საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის უკან რა დევს?  ამის უკან გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები და სცენარში აღრევები დევს, რასაც რევოლუციური და დესტაბილიზაციის განვითარების საქმეში სხვადასხვა სცენარისტის ჩართულობა ჰქვია.

ამ ვითარებაში ხან სააკაშვილის შემოჭრა ხდება მისი უკმაყოფილებით არსებული სცენარისტების გამო და ასევე, ხდება სააკაშვილის მიმართ ერთგულების დამტკიცება სანიკიძის მხრიდან, რომელიც ელოდება, რომ ადრე იქნება თუ გვიან, სააკაშვილი ლიდერი იქნება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ