top_leaderboard

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ძალისგან მაუწყებლების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი მაუწყებლების მიერ უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს. კერძოდ, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა.

ასევე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება (თანადაფინანსება).

მომხსენებლის განცხადებით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია არ უნდა იყოს გარედან მართული, რათა ის საზოგადოების ინფორმირებულობას და სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ