პიტერ სიიარტო: ბრიუსელი კვლავ ომს ემხრობა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, ბრიუსელი კვლავ ომს ემხრობა.
სიიარტო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამსახურებით მშვიდობა ახლოვდება და ამის ფონზე, ევროკავშირის განზრახვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს, მიუღებელია.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში უნგრელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მზადდება, უნგრეთს კი არ სურს ამაში მონაწილეობის მიღება.
სიიარტოს თქმით, ოფიციალური ბუდაპეშტი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და არა დამატებითი იარაღის გაგზავნას.