top_leaderboard

ირაკლი კირცხალია სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებაზე: დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ პრევენციულ როლს შეასრულებს

x

დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი პრევენციულ როლს შეასრულებს, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ „სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან ნიშანდობლივია ის თარიღი, რა დროსაც ეს მუხლი საკანონმდებლო სივრციდან ამოიღეს.

„ჩვენ ამ ყველაფერს დავაბრუნებთ საკანონმდებლო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ამან უნდა შეასრულოს და შეასრულებს ძალიან დიდ პრევენციულ როლს“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს იურიდიული კომიტეტის წევრებმა. კანონმდებლობაში ისევ ჩნდება სამშობლოს ღალატის მუხლი. ეს მუხლი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წელს გააუქმა.

ასევე იხილეთ