ბელგიამ და რუანდამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს
ბელგიამ და რუანდამ განაცხადეს, რომ დიპლომატებს აძევებენ ორმხრივ ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების გამო, მიზეზი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი სახელდება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოფიციალურმა კიგალიმ ბრიუსელელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. რუანდის ხელისუფლებამ ბელგია „სიცრუის და მანიპულაციების გამოყენებაში“ დაადანაშაულა რუანდის შესახებ დაუსაბუთებლად მტრული აზრის ფორმირებისთვის. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას არაპროპორციული გადაწყვეტილება უწოდა და საპასუხოდ რუანდელი დიპლომატების ბელგიაში „არასასურველ პერსონებად“ გამოაცხადა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამჟამად სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს, ტუტსის ტომებს შორის ბრძოლები გრძელდება. ამბოხებულებს მხარს უჭერს რუანდა. ამბოხება 2022 წელს დაიწყო.
გაეროს ინფორმაციით, ამბოხებულთა მხარეს რამდენიმე ათასი რუანდელი სამხედრო იბრძვის. ევროკავშირი და აშშ რუანდას კონგოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ. რუანდა უარყოფს ინფორმაციამ, რომ ამბოხებულთა დაჯგუფებას მხარს უჭერს.