ბრიტანეთის პრემიერი: ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გააგზავნონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გააგზავნონ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.
კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ 30-ზე მეტი ქვეყანა იქნება ჩართული.
„წვლილის შესაძლებლობები განსხვავდება, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი ძალა, სადაც ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა უზრუნველყოფს ჯარს“, – დასძინა მან.