top_leaderboard

საქართველოს 9 ქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გადამზადების კურსი ტარდება

ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“- გადამზადების კურსი თბილისში, ამბროლაურში, გორში, თელავში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარებს.

ტრენინგებში სასტუმროებისა და კვების ობიექტების 220 თანამშრომელი მონაწილეობს.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:

1. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის პრაქტიკა) ;
2. წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;
3. პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა
4.სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა
5.HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები
6. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები;
7.მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.

ასევე იხილეთ