top_leaderboard

სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა „ლეიკერსთან“

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ სტუმრად ლოს ანჯელესში „ლეიკერსთან“ ითამაშა და 109:125 დამარცხდა.

მასპინძლებმა ლებრონ ჯეიმსის გარეშე ითამაშეს, თუმცა ლუკა დონჩიჩის წანამძღოლობით გამარჯვება არ გასჭირვებიათ. სლოვენიელმა გამთამაშებელმა 21 ქულა, 14 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა. ოსტინ რივსი 30 ქულამდე ავიდა.

„სან ანტონიოში“ ყველაზე მეტი, 23 ქულა სტეფონ ქესთლმა ჩააგდო. სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 13 წუთი, 10 ქულა (4/2 სამქულიანი, 2/1 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი.

„სპურსი“ მომდევნო მატჩს 20 მარტს „ნიუ იორკთან“ სტუმრად გამართავს.

ასევე იხილეთ