top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც წამება და გაუპატიურება იყო სისტემური ხასიათის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ 6 რეზოლუციაზე ისაუბრა, რომლებიც ევროპარლამენტში მიიღეს და სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლებულიყო.

მისი თქმით, სააკაშვილს მისჯილი აქვს მრავალ საქმეზე და ასევე, ის ბრალდებულია 7 ნოემბრის ტრაგედიაზე.

მინდა შეგახსენოთ ის 6 სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში მიიღეს და იქ სხვადასხვა აბსურდთან ერთად გვიწერენ, ბატონი სააკაშვილი არის თითქოს და პოლიტპატიმარი და ითხოვენ მის გათავისუფლებას. ბატონი სააკაშვილი არის ის ადამიანი,  რომელმაც შექმნა ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც წამება და გაუპატიურება იყო სისტემური ხასიათის, სადაც მოქალაქეების საძინებელში თვალთვალი მიმდინარეობდა რეგულარულად, სადაც  ბიზნესს არეკეტებდნენ და ა.შ

მას უკვე მისჯილი აქვს მრავალ საქმეზე. კიდევ არის ბრალდებული – 7 ნოემბრის ტრაგედიაზე და „იმედის“ დარბევაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს საქმეები გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგმა დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით. შესაბამისად, ყველა ვხვდებით, თუ როგორი სამარცხვინო არის ეს პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, – აცხადებს მაჭავარიანი. 

ასევე იხილეთ