კრემლი: პუტინი და ტრამპი შეხვედრის თარიღებს თავად განსაზღვრავენ
„როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეხვედრის თარიღებს თავად განსაზღვრავენ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თუ პრეზიდენტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ შეხვედრა, რა თქმა უნდა, მომზადდება იმ ვადაში, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურები დაადგენენ“, – აცხადებს პესკოვი.
პესკოვის განცხადებით, კრემლი ამ ეტაპზე ელოდება ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარს, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
ინფორმაციისთვის, პუტინისა და ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბარი 12 თებერვალს შედგა.